3 ნოემბერს, სასტუმრო ,,ზუზუმბო რეზორტში’’ კავშირი ,,21-ე საუკუნის,, მიერ ორგანიზებული იყო ფორუმი, რომელზეც განხილული იქნა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხები დღევანდელ ეტაპზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლისა და კახეთის ეპარქიების წინამძღოლებმა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა კავშირი ,,21-ე საუკუნის,, გამგეობის თავმჯდომარე...
ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობა, ბავშვობის ასაკში ქორწინება და სხვა სახის საზიანო პრაქტიკები დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა. რელიგიურ გაერთიანებებს კი უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლიათ იმ ძალისხმევაში, რასაც სახელმწიფო ატარებს ამ პრობლემასთან ბრძოლაში. 9 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში,, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს...
16 ივნისს, წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ორგანიზებით სასწავლებლის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს. დამსწეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ინსტიტუტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქ-ნი...
11 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, დელეგაციის წევრები და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი მიიღო. შეხვედრაზე მიწვეული იყო კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარე, ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს...
23 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კავშირის „21-ე საუკუნე“ დირექტორმა პაატა გაჩეჩილაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და კავშირ „21 საუკუნე“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ერთობლივი აქტიურობების ფარგლებში ორგანიზებული იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა...
19 აპრილს მარგვეთისა და უბისას ეპარქიაში გაეროს მოსახლეობის ფონდისა #UNFPA და კავშირი “21-ე საუკუნის” პარტნიორობით ეპარქიის სასულიერო პირებთან ოჯახში ძალადობის, ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო ამ პრობლემის ამსახველ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო, სტრუქტურულ თუ სხვა ნაბიჯებს, ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას. განხილულ...
18 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციაში გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კავშირ “21-ე საუკუნის” პარტნიორობით გურიაში მოღვაწე მუსლიმ სასულიერო პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილური იქნა ისეთი გლობალური პრობლემა როგორიცა ოჯახში ძალადობა, ბავშვობის ასაკში ქორწინება და სხვა საზიანო პრაქტიკები. მონაწილეები გაეცნენ უახლეს მონაცემებს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო, სტრუქტურულ თუ სხვა ნაბიჯებს, ამ სფეროში საერთაშორისო...
9 ოქტომბერს, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქომ გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების და ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელოვანი ასპექტები. ამ წარმოამდგენლობით შეხვედრაზე მიწვეული იყო კავშირი ,,21- საუკუნის’’ გამგობის თავმჯდომარე ბატონი პაატა გაჩეჩილაძე. თავის მოხსენებაში მან ვრცლად მიმოიხილა ორგანიზაციის მიერ ბოლო...
16 ნოემბერს, კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ ორგანიზებით გაიმართა ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შეხვედრა შედგა საპატრიარქოს რეზიდენციაში. შეხვედრაზე საუბარი იყო რელიგიური გაერთიანებების როლზე ტოლერანტობის, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის განტკიცებაში. ხაზი გაესვა ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელობას და ერთობივად განხორციელებულ აქტიურობების დიდ როლს. შეხვედრაზე ინტერელიგიური საბჭოს მიერ განხორცილებულ პროექტებზე მოხსენებით წარსდა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე....
– – -კავშირმა ,,21-ე საუკუნე’’ განაახლა შეხვედრების ციკლი საქართველოში მოღვაწე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. 2 ოქტომბერს. ქ ბათუმში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში ორგანიზებული იქნა შეხვედრა აჭარის მუსლიმ სასულიერო პირებთან. შეხვედრის თემა იყო საქართველოს ევროავშირთან ინტეგრაციის პროცესი და სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობის მოდელები და პრაქტიკა ამ გაერთიანების წევრ ქვეყნებში. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს...