საინფორმაციო შეხვედრა გურიაში მოღვაწე მუსლიმ სასულიერო პირებთან

18 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციაში გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კავშირ “21-ე საუკუნის” პარტნიორობით გურიაში მოღვაწე მუსლიმ სასულიერო პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილური იქნა ისეთი გლობალური პრობლემა როგორიცა ოჯახში ძალადობა, ბავშვობის ასაკში ქორწინება და სხვა საზიანო პრაქტიკები. მონაწილეები გაეცნენ უახლეს მონაცემებს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო, სტრუქტურულ თუ სხვა ნაბიჯებს, ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას და რელიგიების როლს ამ პრობლემასთან ბრძოლაში.
დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ქ-ნი ლელა ბაქრაძე – საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ოფისის ხელმძღვანელი, ქ-ნი ირმა ალადაშვილი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; ქ-ნი მაკა ფერაძე- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი; ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე – კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ გამგეობის თავმჯდომარე; ქ-ნი თეა გოგოტიშვილი- საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი რელიგიათაშორის ურთიერთობების საკითხებში.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი- ბ-ნი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ბ-ნი ირაკლი სირაძე, ქ-ნი ლელა საჯაია, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი.
პროგრამა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის დასაძლევად“ ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
 

About the author: nana