ინტერრელიგიური საბჭო 2012 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატს, რომელშიც მონაწილეობს ქვეყანაში მოღვაწე 11 უმთავრესი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები. დღეისათვის, საბჭოში შედიან შემდეგი რელიგიური ორგანიზაციები:
1. საქართველოს წმინდა მართმლადიდებელი სამოციქულო ეკლესია;
2. ებრაული თემი საქართველოში;
3. სომეხთა წმიდა სამოციქულო ეკლესია;
4. სრულიად საქართველო მუსლიმთა სამმართველო;
5. ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია;
6. ეზიდთა თემი;
7. ევანგელურ- ლუთერული ეკლესია;
8. ევანგელურ -ბაპტისტური ეკლესია;
9. სახარებისეული რწმენის (ორმოცდათიანელთა) ეკლესია.
10. მე-7 დღის ადვენტისტთა ეკლესია;
11. ხსნის არმია;
ჯგუფი მოწოდებულია გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები:
1. რელიგიური გაერთიანებათა საერთო ინტერესების ქვეშ მყოფი საკითხების განხილვა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელება;
2. ორი ან რამოდენიმე რელიგიური გაერთიანების ინტერესის ქვეშ მყოფი ან სადაო საკითხების განხილვა/მსჯელობა მისი გადაწყვეტის გზების მოსაძიებლად;
3. რელიგიურ გაერთიანებებსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის გაძლიერება.
შეხვედრა ინტერრელიგიური საბჭოს წარმომადგენლების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან