სემინარი:საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები

16 ივნისს, წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ორგანიზებით სასწავლებლის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს. დამსწეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ინსტიტუტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქ-ნი...

ოფიციალური ვიზიტი

11 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, დელეგაციის წევრები და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი მიიღო. შეხვედრაზე მიწვეული იყო კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარე, ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს...

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

23 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კავშირის „21-ე საუკუნე“ დირექტორმა პაატა გაჩეჩილაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და კავშირ „21 საუკუნე“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ერთობლივი აქტიურობების ფარგლებში ორგანიზებული იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა...

საინფორმაციო შეხვედრა მარგვეთისა და უბისას ეპარქიაში

19 აპრილს მარგვეთისა და უბისას ეპარქიაში გაეროს მოსახლეობის ფონდისა #UNFPA და კავშირი “21-ე საუკუნის” პარტნიორობით ეპარქიის სასულიერო პირებთან ოჯახში ძალადობის, ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო ამ პრობლემის ამსახველ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო, სტრუქტურულ თუ სხვა ნაბიჯებს, ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას. განხილულ...

საინფორმაციო შეხვედრა გურიაში მოღვაწე მუსლიმ სასულიერო პირებთან

18 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციაში გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კავშირ “21-ე საუკუნის” პარტნიორობით გურიაში მოღვაწე მუსლიმ სასულიერო პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილური იქნა ისეთი გლობალური პრობლემა როგორიცა ოჯახში ძალადობა, ბავშვობის ასაკში ქორწინება და სხვა საზიანო პრაქტიკები. მონაწილეები გაეცნენ უახლეს მონაცემებს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო, სტრუქტურულ თუ სხვა ნაბიჯებს, ამ სფეროში საერთაშორისო...