ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

16 ნოემბერს, კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ ორგანიზებით გაიმართა ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შეხვედრა შედგა  საპატრიარქოს რეზიდენციაში.

 შეხვედრაზე საუბარი იყო რელიგიური გაერთიანებების როლზე ტოლერანტობის,  მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის განტკიცებაში.

ხაზი გაესვა ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელობას და ერთობივად  განხორციელებულ აქტიურობების დიდ როლს.

შეხვედრაზე ინტერელიგიური საბჭოს მიერ განხორცილებულ პროექტებზე მოხსენებით წარსდა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე.

ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატი 2011 წლიდან ფუნციონირებს და მას კოორდინირებას კავშირი,, 21-ე საუკუნე უწევს’’. დღეისათვის საბჭოში  მონაწილეობს  ებრაული  თემი, საქართველოს მართლმადიდებელ;ი ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, სომხური სამოციქულო ეკლესია, ამიერკავკასიის ლათინური წესის სამოციქულო ადმინისტრაცია,  იეზიდთა თემი,  ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია,   სახარების რწმენის ეკლესია.

 – – –

About the author: nana