ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად

ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობა, ბავშვობის ასაკში ქორწინება და სხვა სახის საზიანო პრაქტიკები დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა. რელიგიურ გაერთიანებებს კი უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლიათ იმ ძალისხმევაში, რასაც სახელმწიფო ატარებს ამ პრობლემასთან ბრძოლაში.
✅9 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში,, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ოჯახში ძალადობის, ადრეული/ბავშვის ასაკში ქორწინებისა და ქალებისა და გოგოების მიმართ სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის გზებზე საქართველოში.
შეხვედრა წარმოადგენს გაგრძელებას იმ ინიციატივისა, რომელიც 2016 წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა წამოიწყო რელიგიათაშორის საბჭოსთან და ორგანიზაცია „21-ე საუკუნესთან” თანამშრომლობით.
შეხვედრა გაიმართება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ.
პროგრამა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოში სამიზნე რეგიონებად შერჩეულია იმერეთი და გურია. რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები საქართველოს მართლმადიდებელი, რომის კათოლიკე ეკლესიის, ებრაული და მუსლიმი თემის რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 
ფოტოები: გელა ბედიანაშვილი

About the author: nana