Georgia and NATO Steps to Respond to New Challenges, Forum
3 ნოემბერს, სასტუმრო ,,ზუზუმბო რეზორტში’’ კავშირი ,,21-ე საუკუნის,, მიერ
ორგანიზებული იყო ფორუმი, რომელზეც განხილული იქნა საქართველოსა და
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხები დღევანდელ ეტაპზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლისა და კახეთის ეპარქიების წინამძღოლებმა და საქართველოს
საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა კავშირი ,,21-ე საუკუნის,, გამგეობის
თავმჯდომარე ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო
რწმუნებული ბ-ნი გიორგი ალადაშვილი, დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის დირექტორი ბ-ნი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქ-ნი თამარა
წულესიკირი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბ-ნი გრიგოლ გიორგაძე.
შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს ნატოს, როგორ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნებზე, ამოცანებსა და პოლიტიკაზე დღევანდელ ეტაპზე;
საქართველოსა და ნატოს შორის არებულ ურთიერთობებზე და იმ ერთობლივ პროგრამებზე რომელიც ხორციელდება.
შეხვედრაზე ხაზგასმული იყო, რომ დღეს საქართველო თავისი განვითარების ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მოითხოვს როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე საზოგადოების ყველა ფენის კონსოლიდაციას და რომ ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოტენციალის მობილიზება.
შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრეთა შეკითხვებსა და დისკუსიას დაეთმო,
იმსჯელეს რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.ხაზგასმული იქნა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულია რიგი სტერეოტიპებისა და დეზინფორმაცია საქართველოს დასავლურ ვექტორთან დაკავშირებით და ამ გამოწვევაზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა.
დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს მუდმივი დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ეფექტური იქნება არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად. დასვნით ეტაპზე ფორუმის მონაწილეეებს ალავერდის სამონასტრო კომპლექტში უმასპინძლა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოადგენლები.
ფორუმი განხორციელდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების
მხარდაჭერით.https://www.facebook.com/1507015176198056/videos/662283885606948/