– – -7 დეკემბერს, კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ ორგანიზებით ქ. გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში გაიმართა გორისა და ატენის ეპარქიის სასულერო პირების და სასწავლებლის მოსწავლეთა და პედაგოგთა შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობასთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის დირექტორი ქ-ნი როსარია პუგლისი და ბ-ნი გინტარას ბაგდონასი. შეხვედრის დამსწრეთ წარედგინათ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნების, საქმიანობისა...
20 დეკემბერს, კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ ორგანიზებით ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში გამართა შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან.შეხვედრას ესწრებოდა პოლკოვნიკი ბატონი გინტარას ბაგდონასი.შეხვედრის დამსწრეთ წარედგინათ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნების, საქმიანობისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,შეხვედრები მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში ‘’ ფარგლებში, რომელსაც კავშირი “21-ე საუკუნე” ნატო-ს მხარდაჭერით ახორციელებს.
მიმდინარე წლის 12 მარტს, გაიმართა კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის კრება. ორგანიზაციის წევრებმა იმსჯელეს ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობასთან დაკავშირებით და ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. განხორციელდა გამგეობის შემადგენლობაში ცვლილებები, გამგეობის ახალ თავმჯდომარედ არჩეული იქნა ბატონი პაატა გაჩეჩილაძე, რომელიც ამ დრომდე იკავებდა პროგრამების ხელმძღვანელის თანამდეობას. თავმჯდომარეს დაევალა ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს დეტალური გეგმა ორგანიზაციის კონკრეტული აქტიურობების და სტრატეგიის...
– – -მოგეხსენებათ, რომ კავშირი ,,21-ე საუკუნე’’ აქტიურად საქმიანობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ რიგი აქტიურობებისა რომელიც მიმართული იყო გაგვეზარდა საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლთა ინფორმირებულობის ხარისხი ამ სტრუქტურების საქმიანობის და იმ ნაბიჯების შესახებ რაც საქართველომ უკვე გადადგა ამ მიმართულებით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რელიგიური გაერთიანებების...
https://www.facebook.com/NATOinGeorgia/photos/pcb.250041302251489/250041105584842/?type=3&theater– – – ნატო კავშირი “21-ე საუკუნის“ მიერ ორგანიზებული “საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების შეხვედრების” პროექტის ამაყი სპონსორია. პროექტი დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიხსნა. ის მიზნად ისახავს ნატოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მართლმადიდებელ სამღვდელოებაში, ისევე, როგორც რელიგიათაშორის საბჭოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული შეხვედრებით.
– – -10 ივნისს საქართველოში მცხოვრებმა ეზიდებმა, თბილისის ეზიდური ტაძრის დღესასწაული – „ტავაფა ეზიდის“ აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ეზიდი თემის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გაიმართა დაჯილდოვება რომელიც უკვე რიგით მეორედ იმართება. ჩვენი ორგანიზაციისთვის დიდი პატივია ის გარემოება, რომ ჯილდო გადაეცა კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელს...
UNFPA და კავშირმა ,,21-ე საუკუნე’’ 2016 წლიდან წამოიწყეს პარტნიორობა ადრეული, ანუ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის რელიგიური გაერთიანებების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ამ პარტნიორობის ფარგლებში ხელი შეეწყო რელიგიათაშორისი საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმებს; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობით ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ სასულიერო პირებთან კახეთში ადრეული ქორწინების და ქალის გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის პრობლემატიკის და...
კავშირი ,,21-ე საუკუნე’’ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში. 28 დეკემბერს, თბილისის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის სასწავლო ცენტრში ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა შეხვედრა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირებთან. შეხვედრა მიეძღვნა ისეთი აქტუალური საკითხის განხილვას როგორიცაა სიძულვილის ენა. შეხვედრა გახსნა ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ალექსანდრე გალდავამ. მან დამსწრეთ გააცნო შეხვედრის მიზანი, ისაუბრა სიძულვილის...
კავშირმა 21-ე საუკუნე მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში გამართა სამუშაო შეხვედრები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულერო პირებთან. შეხვედრები განხორციელდა პროექტის ,,რელიგიათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება საზიანო პრაქტიკების პრევენციისათვის’’ ფარგლებში. პირველი შეხვედრა ჩვენ გავმართეთ ქ. ბათუმში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფიში. მეორე შეხვედრა ორგანიზებული იქნა სოფელ მეორე ქესალოს სუნიტურ სასულიერო ცენტრში, ხოლო მესამე შეხვედრა ქ....
20 მარტს, პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების მონასტერთან არსებულ წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრში კავშირი“ 21-ე საუკუნის“ ორგანიზებით გაიმართა მომდევნო შეხვედრა. შეხვედრას უმასპინძლა ფოთისა და ხობისა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. შეხევდრას ესწრებოდა ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია. შეხევდრის პირველ ნაწილში კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია...