,,რელიგიათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება საზიანო პრაქტიკების პრევენციისათვის’’

 კავშირმა 21-ე საუკუნე მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში გამართა სამუშაო შეხვედრები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულერო პირებთან. შეხვედრები განხორციელდა პროექტის ,,რელიგიათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება საზიანო პრაქტიკების პრევენციისათვის’’  ფარგლებში.

 პირველი შეხვედრა ჩვენ გავმართეთ ქ. ბათუმში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფიში. მეორე შეხვედრა ორგანიზებული იქნა სოფელ მეორე ქესალოს სუნიტურ სასულიერო ცენტრში, ხოლო მესამე შეხვედრა ქ. მარნეულის მეჩეთში, შიიტ სასულიერო პირებთან.

შეხვედრებზე განხილული იქნა ნადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის პრობლემა და რელიგიური გაერთიანებების როლი ამ საკითხზე მუშაობაში. გამოითქვა რიგი მოსაზრებანი სამომავლო ერთობლივი ღონისძიებების განხორცილელებისათვის ხელისუფლების, რელიგიური გაერთიანებებისა და არასამთავრობო სექტორის  მონაწილეობით. ხაზი გაესვა მოზარდი თაობის ინფორმირებულობას, ოჯახის  და მთლიანად საზოგადოების როლს ამ პრობლემის დაძლევისათვის.

დამსწრეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში ამ თემატიკაზე ჩვენს მიერ მომზადებული ბუკლეტები და პოსტერები ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე. 

 შეხვედრებზე ვიმსჯელეთ 11 ივლისს დაგეგმილ კონფერენციის – ,,რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში’’  საორგანიზაციო დეტალებზე. დამსწრეები გაეცნენ კონფრენციის დღის წესრიგს და განცხადების ტექსტის სამუშაო ვარიანტს, რომელიც მიღებულ უნდა იქნას კონფერენციაზე.

 პროექტი ,,რელიგიათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება საზიანო პრაქტიკების პრევენციისთვის’’  ახორციელებს ,,კავშირი 21-ე საუკუნე’’  გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA) მხარდაჭერით  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის  და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.

About the author: nana