Untitled

20 მარტს, პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების მონასტერთან არსებულ წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრში კავშირი“ 21-ე საუკუნის“ ორგანიზებით გაიმართა მომდევნო შეხვედრა.

შეხვედრას უმასპინძლა ფოთისა და ხობისა მიტროპოლიტმა მეუფე  გრიგოლმა.

შეხევდრას ესწრებოდა  ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია.

შეხევდრის პირველ ნაწილში კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია რომელშიც გააერთიანა ზოგადი ინფორმაცია ევროპის კავშირისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ რომელთანაც თანამშრომლობს საქართველო. 
მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიური სურათის შესახებ, განხილული იქნა ის მოდელები რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას (რელიგიური გაერთიანებებს) შორის არსებობს. 

21 მარტს შეხვედრა  გაიმართა ზუდგიდისა და ცაიშის სასულიერო პირებთან.

დამსწრე საზგადოებამ მოისმინა პრეზენტაცია რომელშიც გააერთიანა ზოგადი ინფორმაცია ევროპის კავშირისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ რომელთანაც თანამშრომლობს საქართველო. 
შეხვედრა გაგრძელდა დისკუსუსიის და კითხვა პასუხის რეჟიმში, სასულიერო პირებმა წინა წამოწიეს ისეთი მნიშვნელოვანია საკითხი როგორიცა საჯარო სკოლებში რელიგიის საწავლების თემა.

22 მარტს გაიმართა რიგით მე- 20 შეხევდრა პროექტის ფარგლებში, რომლითაც დასრულდა შეხვედრათა ციკლი. შეხევდრას უმასპინძლა ბოდბის ეპარქიამ მეუფე იაკობის ხელმძღვანელობით. შეხვედრას ესწრებოდა ბოდბის ეპარქიის სასულიერო პირები.

 დამსწრეთა წინაშე მოხსენებით წარდგნენ კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე, ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი,  ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშაშვილი და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე. 

შეხვედრებზე დამსწრეთ გადაეცათ ორაგნიზაციის მიერ მომზადებული გამოცემა ,,სახელმწიფო და ეკლესია ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით, ასევე წიგნი“მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“
შეხვედრები ნაწილია პროექტისა რომელსაც კავშირი ,,21-ე საუკუნე“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებდა.

 

 

About the author: nana