„Together for Georgia’s euro-Atlantic Choice“
6 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების წინამძღოლები და საპატრიარქოს საზოგადოებასთან და საგარეო ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური ეკლესიის ლიდერები პროექტის „Together for Georgia’s euro-Atlantic Choice“ ფარგლებში, ნატოს სახალხო დიპლომატიის პროგრამის მხარდაჭერით შეხვედნენ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორს ბატონ ალექსანდრე ვინიკოვს. შეხვედრის მიზანი იყო რელიგიური გაერთიანებებების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეღოთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატოს) და საქართველოს ამ გაერთიანებასთან თანამშრომლობის შესახებ მოცემულ ეტაპზე.
ფორუმი გახსნა კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა პაატა გაჩეჩილაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ბ-ნი თორნიკე ფარულავამ.
ბატონმა გრიგოლმა ისაუბრა ქვეყნის თანამშრომლობაზე ნატოსთან სამხედრო კუთხით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილდა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე.
ბატონმა თორნიკემ ვრცლად მიმოიხილა ნატო-საქართველოს პოლიტიკური ასპექტები, დეტალურად წარმოადგინა ჩვენი ქვეყნის ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკვანძო ეტაპები, დღევანდელი მოცემულობა თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოში შექმნილ დრამატულ მოვლენებთან კონტესტში.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა წარმოადგინა პრეზენტაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომელშიც თანამშრომლობის ინსტრუმენტებსა და საქართველოსთვის ალიანსის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გაესვა ხაზი.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა გამოსვლებს, წამყვანებმა უპასუხეს მათ კითხვებს.
ფორუმის მოდერაციას უწევდა ქ-ნი თეა გოგოტიშვილი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი.