რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში

2016 წელს კავშირმა ,,21-ე საუკუნე’’ გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით რელიგიათაშორის საბჭოს ეგიდით ორი ფორუმი მოაწყო ადრეული/ბავშვის ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის რელიგიური გაერთიანებების მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

 გასული წლის განმავლობაში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან თანაშრომლობით, კახეთის რეგიონის საგარეჯოს, თელავის და ყვარლის  მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ რელიგიურ მუსლიმ სასულიერო პირებთან, უხუცესებთან და თემის ლიდერებთან. 2017 წელს,  კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას გაეროს მოსახლეობის ფონდთან((UNFPA)  და სრულიათ  საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობას.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი  კონფერენცია ამ საქმიანობის გაგრძელებაა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სრულიად საქართველოს მუსლიმმთა სამმართველოს სასულიერო პირები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან;

About the author: nana