დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგბთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მორიგი შეხვედრა ჩატარდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიაში პედაგოგებთან, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარების ციკლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ერთობლივი ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება.
ერთდღიანი სემინარები ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშილმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივ პროექტებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებს.
კავშირი „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ კი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო – საეკლესიო სისტემები, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების დინამიკა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული მოდელები განიხილა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება.