კავშირი ,,21-ე საუკუნე“ აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში.
– – –
16 მაისს ორგანიზებული იქნა შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ეპარქიის სასულიერო პირები. შეხვედრას ასევეე დაესწრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ ბერიძე.
17 მაისს ორგანიზებული იქნა შეხვედრა ოზურგეთში, შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებთან. შეხვედრას უმასპინძლა შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწუნებული-გუბერნატორი გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში ბატონი გია სალუქვაძე.
20 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის სამღვდელოებასთან ერთად მიგვიღო ქ. ახალციხეში, ეპარქიის რეზიდენციაში. შეხვედრას დაესწრო სახელმწიფო რწუნებული-გუბერნატორი ბატონი აკაკი მაჭუტაძე.
დამსწრეთა წინაშე მოხსენებით წარსდგნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე და კავშირი “21-ე საუკუნის” პროგრამების ხელმძღვანელი ბატონი პაატა გაჩეჩილაძე. შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობდა საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ვეროკავშირის შესახებ, დირექტორის მოადგილე, ბატონი გიორგი ფარესაშვილი.
ბატონმა დავითმა თავის გამოსვლებში მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პროცესი, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისათვის. საუბარი იყო საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე.
ბატონმა პაატა გაჩეჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების მოდელებსა და მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ ქვეყნების პრაქტიკამ რომლებიც ადრე სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს წარმოადგენდნენ ან შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (რუმინეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მაგალითზე) შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მრავალფეროვნებას რომელიც ევროპის კავშირის სივრცეში არსებობს სახელმწიფოს და რელიგიურ გაერთიანებებს შორის.
შეხვედრებზე იყო მსჯელობა ზოგიერთ იმ საკანონდებლო აქტზე, რომელის განხილვაც მიმდინარეობდა/ამჟამად მიმდინარეობს ქვეყნის საკანონდებლო ორგანოში. ხაზი გაესვა საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობისა და მთლიანად ამ პროცესის გამჭირვალედ წარმმართვის აუცილებლობას.
დამსწრეთ გადაეცათ მათთვის მომზადებული გამოცემა ,,სახელმწიფო და ეკლესია ევოგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით.
შეხვედრები ნაწილია პროექტისა რომელსაც კავშირი ,,21-ე საუკუნე“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.