კავშირი ,,21-ე საუკუნე“ აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში.

– – –

16 მაისს ორგანიზებული იქნა შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის  ეპარქიის სასულიერო პირებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმისა და ლაზეთის  მიტროპოლიტი დიმიტრი, ეპარქიის სასულიერო პირები. შეხვედრას ასევეე დაესწრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ ბერიძე.

17 მაისს ორგანიზებული იქნა შეხვედრა ოზურგეთში, შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებთან. შეხვედრას უმასპინძლა შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწუნებული-გუბერნატორი გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში  ბატონი გია სალუქვაძე.

20 მაისს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის სამღვდელოებასთან ერთად მიგვიღო  ქ. ახალციხეში, ეპარქიის რეზიდენციაში. შეხვედრას დაესწრო  სახელმწიფო რწუნებული-გუბერნატორი ბატონი აკაკი მაჭუტაძე.

დამსწრეთა წინაშე მოხსენებით წარსდგნენ  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე და კავშირი “21-ე საუკუნის” პროგრამების ხელმძღვანელი ბატონი  პაატა გაჩეჩილაძე.  შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობდა საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ვეროკავშირის შესახებ, დირექტორის მოადგილე, ბატონი გიორგი ფარესაშვილი.

ბატონმა დავითმა თავის გამოსვლებში  მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პროცესი, მისი  პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისათვის. საუბარი იყო საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე.

ბატონმა პაატა გაჩეჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია  ევროპის კავშირის  წევრ ქვეყნებში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების მოდელებსა და მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ ქვეყნების პრაქტიკამ  რომლებიც ადრე სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს წარმოადგენდნენ ან შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (რუმინეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის და  ესტონეთის მაგალითზე) შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მრავალფეროვნებას რომელიც ევროპის კავშირის სივრცეში არსებობს სახელმწიფოს და რელიგიურ გაერთიანებებს  შორის.

შეხვედრებზე იყო მსჯელობა ზოგიერთ იმ საკანონდებლო აქტზე, რომელის განხილვაც მიმდინარეობდა/ამჟამად მიმდინარეობს ქვეყნის საკანონდებლო ორგანოში. ხაზი გაესვა საკანონმდებლო  პროცესში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობისა და მთლიანად ამ პროცესის გამჭირვალედ  წარმმართვის აუცილებლობას.

დამსწრეთ  გადაეცათ  მათთვის   მომზადებული გამოცემა ,,სახელმწიფო და ეკლესია ევოგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით.

შეხვედრები ნაწილია პროექტისა რომელსაც კავშირი ,,21-ე საუკუნე“   ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.DSC_0015 DSC_0016 DSC_0017 DSC_0020 DSC_0021 DSC_0814 DSC_0815 DSC_0816 DSC_0817 DSC_0821

DSC_0047 DSC_0049 DSC_0050 DSC_0052 DSC_0053 DSC_0054 DSC_0056 DSC_0064 DSC_0024 DSC_0025 DSC_0026 DSC_0028 DSC_0029 DSC_0031 DSC_0032 DSC_0033 DSC_0035

About the author: nana