“შეხვედრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში”
– – -მოგეხსენებათ, რომ კავშირი ,,21-ე საუკუნე’’ აქტიურად საქმიანობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ რიგი აქტიურობებისა რომელიც მიმართული იყო გაგვეზარდა საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლთა ინფორმირებულობის ხარისხი ამ სტრუქტურების საქმიანობის და იმ ნაბიჯების შესახებ რაც საქართველომ უკვე გადადგა ამ მიმართულებით.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ინტერრელიგიურ ჯგუფში შემავალი სხვა რელიგიური გაერთიანებების პოტენციალის მობილიზება ამ პროცესის ხელშეწყობისათვის.
ჩვენ უკვე განვახორციელეთ საინფორმაციო შეხვედრათა ციკლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის 24 ეპარქიაში. გვქონდა რამოდენიმე აქტიურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკების გაცნობისათვის სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებზე.
ამ აქტიურობებში ჩვენ პარტნიორობას გვიწევდა სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
მიმდინარე წლის ივნისის თვიდან საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია გავზარდოთ საქართველოში მოღვაწე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის ხარისხი ნატოს საქმიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,შეხევდრები მართლმადიებელი ეკლესიის ეპარქიებში ‘’ ფარგლებში, რომელსაც კავშირი “21-ე საუკუნე” ნატო-ს მხარდაჭერით ახორციელებს.
Posted by NATO in Georgia on 2018 m. liepos 17 d., antradienis