შეხვედრა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში

29 იანვარს, კავშირი “21-ე საუკუნის” მიერ ორგანიზებული იქნა შეხვედრა ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპარქიის სასულიერო პირები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის “ დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ მედულაშვილი და აპარატის თანამშრომლები. შეხვედრა ორგანიზებული იქნა ქ. ქუთაისში ყოფილ მრეწველთა სახლის საააქტო დარბაზში, მის: რუსთაველის 124.12744032_1719132588319646_1687897160742164414_n

შეხვედრა გახსნა მეუფე კალისტრატემ რომელიც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და წარადგინა სტუმრები. ბატონმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმატებულად განხორციელების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელზე დეტალურად ისაურბა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ პროცესში ეკლესიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

12715568_1719132451652993_3462502124216074987_n
12742621_1719132444986327_1767945655618802325_nკავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელმა ბატონმა პაატა გაჩეჩილაძემ სასულიერო პირებს წარუდგინა პრეზენტაცია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების მოდელებსა და მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. ხაზი გაესვა იმ მრავალფეროვნებას რომელიც ევროპის კავშირის სივრცეში არსებობს სახელმწიფოს და რელიგიურ გაერთიანებებს შორის, გაკეთებული იქნა ანალიზი ამ მოდელებსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას შორის.
12687982_1719132441652994_4159639776083696544_nმოხსენებების შემდგომ, მომხსენებლებმა უპასუხეს სასულიერო პირების მიერ დასმულ შეკითხვებს. გაიმართა დისკუსია. დამსწრეებს მიეცათ წინადადება მიაწოდონ მათთვის საინტერესო აქტუალური საკითხები ორგანიზაციას, რაზეც კავშირი „21-ე საუკუნე“ მზად არის მათ წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია.
სასულიერო პირებს გადაეცათ მათთვის წინასწარ მომზადებული გამოცემა“ სახელმწიფო და ეკლესია ევოგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით.
პროექტი ხორციელდებასაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

About the author: nana