შეხვედრა მანგლისის და თეთრიწყაროს ეპარქიაში.
კავშირი „21-ე საუკუნე” აგრძელებს შეხვედრათა ციკლს საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიებში.
2016 წლის 14 თებერვალს, ორგანიზებული იქნება შეხვედრა „მანგლისის და თეთრიწყაროს” ეპარქიაში.
შეხვედრაზე დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგა „21-ე საუკუნის“ პროგრამების დირექტორი პაატა გაჩეჩილაძე. ღონისძიების პირველ ნაწილში წარმოდგენილმა პრეზენტაციამ გააერთიანა ზოგადი ინფორმაცია ევროპის კავშირისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ რომელთანაც თანამშრომლობს საქარველო.
მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიური სურათის შესახებ, განხილული იქნა ის მოდელები რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას (რელიგიური გაერთიანებებს) შორის არსებობს.
შეხვედრებზე დამსწრეთ გადაეცათ ორაგნიზაციის მიერ მომზადებული გამოცემა ,,სახელმწიფო და ეკლესია ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით, ასევე წიგნი“მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“
შეხვედრები ნაწილია პროექტისა რომელსაც კავშირი ,,21-ე საუკუნე“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.