შეხვედრა ლაგოდეხისა და ყვარელის მუნიციპალიტეტის მუსლიმ სასულიერო პირებთან

– – –

DSC_0235 DSC_0224 DSC_0228 DSC_0229

22 ნოემბერს, ლაგოდეხში კავშირმა ,,21-ე საუკუნემ’’ ორგანიზება გაუკეთაუხუცესებთან და ავტორიტეტებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობამ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის თემა იყო არასრულწლოვანთა ადრეული ქორწინება, რომელიც კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტები რომელიც ცოტა ხნის წინ ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. იგი გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში, მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

ამ მიმართულებით, 2016 წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „21-ე საუკუნე“ საპარტნიორო ინიციატივის ფარგლებში, რელიგიათაშორის საბჭოსთან თანამშრომლობით პირველი ნაბიჯები გადაიდგა. თანამშრომლობის მიზანი, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის მიზნით, რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებაა. ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლას.
უკვე ჩატარდა შეხვედრები ინტერელიგიურ საბჭოსთან, თელავისა და საგარეჯოს მუსლიმ სასულიერო პირებთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.

About the author: nana