შეხვედრა აჭარის მუსლიმ სასულიერო პირებთან
– – -კავშირმა ,,21-ე საუკუნე’’ განაახლა შეხვედრების ციკლი საქართველოში მოღვაწე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან.
2 ოქტომბერს. ქ ბათუმში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში ორგანიზებული იქნა შეხვედრა აჭარის მუსლიმ სასულიერო პირებთან.
შეხვედრის თემა იყო საქართველოს ევროავშირთან ინტეგრაციის პროცესი და სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობის მოდელები და პრაქტიკა ამ გაერთიანების წევრ ქვეყნებში.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ.
დამსწრეთა წინაშე მოხსენებით წარსდგა კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე.
მოხსენებაში მიმოხილული იქნა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტაგრაციის პროცესი, სახელმწიფოსა და რფელიგიური გაერთიანებების ურთიერთობის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში.
მოხსენების ცალკე ნაწილი დაეთმო ილამს ევროკავშირის სივრცეში.
გაიმართა დისკუსია, მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითვებს.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისათვის’’ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ.