“რელიგიისა და მრწამსის თავისუფლება- ადამიანის უფლებათა კულტურისა და დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში”
– – –
პროექტის მიზანი იყო ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალ რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და მათ წინაშე მდგომი პრობლემური საკითხების გადაწყვეტისათვის ხელის შეწყობა.
ჩამოყალიბდა საქართველოს საპატრიარქოსადა და საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ერთობლივი კომისია.
კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა შერეული კომისია სომხური სამოციქულო ეკლესიის, საქართველოს საპატრიარქოს და ექსპერტების მონაწილეობით.
შედგა რამოდენიმე შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკურ ეკლესიის, ასევე სომხური სამოციქულო ეკლესიის, ეზუდური და ებრაული თემის წარმომადგენლებს შორის.
მოვამზადეთ/ვთარგმნეთ და გამოვეცით ოთხი ბუკლეტი:
- ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) 2004 წლის რეკომენდაციები რწმენისა და აღმსარებლობის სფეროში არსებული კანონმდებლობის ანალიზისათვის;
- ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) 1999 წლის ანალიზი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება: კანონები რომლებიც გავლენას ახდენს რელიგიურ გაერთიანებათა სტრქტურაზე;
- საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები ადამიანის უფლებების სფეროში – წიგნი პირველი;
- საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები ადამიანის უფლებების სფეროში – წიგნი მეორე;
ეს აქტიურობანი განხორციელდა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით