– – – პროექტი მიზნად ისახავდა ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების უზრუნველყოფას, რომელიც უკავშირდებოდა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი მარტვილის შუალედური საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა მაქსიმალურ ინფორმირებას, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდას, სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლებას და ელექტორატის დამოკიდებულებისა და განწყობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში მოეწყო საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტიურობები ადგილობრივი ელექტორატისათვის. პროექტი მხარდაჭერილის ცენტრალული საარჩევნო კომისიის მიერ.
– – – პროექტი განხორციელდა 2015 წლის აპრილიდან სექტემბრამდე. პროექტის განხორციელების პერიოდში: 1.გამოცემულ იქნა ორი ნაბეჭდი პროდუქცია: ,,სახელმწიფო და ეკლესია ევროპის კაშირის წევრ ქვეყნებში,, და ,,საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს ევროპული არჩევანი,,. პირველმა მათგანმა გააერთიანა სახელმწიფო-საეკლესიო სისტემების ძირითადი ტიპების მიმოხილვა ევროგაერთიანების ქვეყნებში – ქვეყნები სახელმწიფო ეკლესიების სისტემით, ქვეყნები სახელმწიფოსა და ეკლესიის მკვეთრი გამიჯვნით და სიტემა...