“ამომრჩეველთა ინფორმირება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის”

მიზნად ისახავდა ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების უზრუნველყოფას, რომელიც უკავშირდებოდა 2016 წლის  8 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნებისას,  N38 მაჟორიტარული ოლქის   ამომრჩეველთა   მაქსიმალურ ინფორმირებას, მათი აქტივობის ზრდას, სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლებას და ელექტოპროექტი რატის დამოკიდებულებისა და განწყობის გაუმჯობესებას საარჩევნო პროცესის მიმართ.  

,,რელიგიათაშორისი დიალოგისა და ძალისხმევის მობილიზება ნაადრევი ქორწინების პრევენციისათვის“

– – – პროექტის მიზანია, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის მიზნით, რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვება.ამ პრობლემაზე ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლას. პროექტის ფარგლებში გამოცემული იქნა ბუკლეტი “ადრეული ქორწინება”. გაიმართა შეხევდრები თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ლიდერებმა...

,,გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის გზაზე,,

პროექტის მიზანია გაიზარდოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი სხვა რელიგიური გაერთიანებების  წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონე ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების ურთიერთმიმართებაზე და რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით  საჯარო სასწავლო დაწესებულებებში. პროექტის ფარგლებში ამ თემატიკაზე მომზადდება და გამოიცემა ორი ბუკლეტი, ორგანიზებული იქნება საინფორმაციო შეხვედრები. პროექტი მხარდაჭერილია ფრიდრიხ ებერტის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. – – –

შეხვედრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში.

პროექტის მიზანია გაზარდოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციის პროცესზე და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მოდელებზე ევროპის კავშირი წევრ ქვეყნებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20 შეხვედრის ორგანიზება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში ასევე წიგნის “მართლმადიდებელი ეკლესია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში” მომზადება და გამოცემა. პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.