თბილისის ეზიდური ტაძრის დღესასწაული – „ტავაფა ეზიდი”

 – – -10 ივნისს საქართველოში მცხოვრებმა ეზიდებმა, თბილისის ეზიდური ტაძრის დღესასწაული – „ტავაფა ეზიდის“ აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ეზიდი თემის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გაიმართა დაჯილდოვება რომელიც უკვე რიგით მეორედ იმართება. ჩვენი ორგანიზაციისთვის დიდი პატივია ის გარემოება, რომ ჯილდო გადაეცა კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელს...

რელიგიათაშორისი დიალოგიქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ

UNFPA და კავშირმა ,,21-ე საუკუნე’’ 2016 წლიდან წამოიწყეს პარტნიორობა ადრეული, ანუ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის რელიგიური გაერთიანებების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ამ პარტნიორობის ფარგლებში ხელი შეეწყო რელიგიათაშორისი საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმებს; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობით ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ სასულიერო პირებთან კახეთში ადრეული ქორწინების და ქალის გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის პრობლემატიკის და...

ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრა

ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრებზე არაერთხელ განხილულა სხვადასხვა რელიგიების ქონებრივი საკითხები. 2014 წელის თებერვალში, ჩვენი მიმართვის საფუძველზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო სინაგოგების საკითხის განხილვა. ამ დრომდე ებრაულ თემს სინაგოგები უზურფრუქტის სამართლებრივი ფორმით ჰქონდათ სარგებლობაში. გაწეული მუშაობის შედეგად ეს სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და სინაგოგები ებრაულ თემს მფლობელობაში გადაეცათ.

Untitled

2013 წლის დეკემბერში, ჩვენი წინადადებით, კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა   შერეული კომისია სომხური სამოციქულო ეკლესიის, საქართველოს საპატრიარქოს და  ექსპერტების მონაწილეობით, რომელმაც დაიწყო მუშაობა თბილისში არსებული იმ ეკლესიების რეაბილიტაციისათვის რომლის გადმოცემასაც სომხური სამოციქულო ეკლესია მოითხოვს. ორგანიზაციიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე. ჩვენ კურირებას ვუწევდით ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის ,,ნორაშენის,, სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ძეგლის რესტავრაციისათვის ფონდმა “ქართუმ” 2 მილიონამდე...

ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრა

– – – 2016 წლის 9 თებერვალს გაიმართა ინტერელიგიური საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი, სომხური სამოციქულო, რომის კათოლიკე, ევანგელურ-ბაბტისტური, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიებისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და ეზიდური თემის წარმომადგენლები. შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილი იყო სამი საკითხი: 1. ინფორმაცია საჯარო სკოლებში საგნის ,,მე და საზოგადოება,, შესახებ; 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ინიცირებული...

ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრა

– – – 2016 წლის, 31 მარტს გაიმართა ინტერელიგიური საბჭოს მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე მიღებული იქნა შემდეგი განცხადება: ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ: 1.ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის ასახვა კონსტიტუციაში წარმოადგენს შიდა სახელმწიფოებრივ პრეროგატივას; 2.ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად მოიაზრებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მაგალითად: ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,, (მუხლი...

„რელიგიები ნარკომანიის წინააღმდეგ“

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გაიმართა ფორუმი: „რელიგიები ნარკომანიის წინააღმდეგ“,  განხილულ იქნა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს, პროფესიული საზოგადოებისა და რელიგიური გაერთიანებების თანამშრომლობის როლი.  ფორუმში მონაწილეობა მიიღენ ინტერრელიგიური საბჭოს წევრებმა, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელობამ, დარგის წამყვანმა სპეციალისტება,  ხელისუფლების/სამინისტროების წარმომადგენლებმა.

Untitled

  საქართველოს საპატრიარქოსა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები სოფელ ასურეთში არსებული ტაძრის და მიმდებარე შენობის ერთობივად გამოყენების პერსპექტივაზე მსჯელობენ.

“რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ”

2014 წლის, 17 ნოემბერს  ინტერრელიგური ჯგუფის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მხარი დაეჭირა  შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიისათვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ – „არა ძალადობას!“. რელიგიური გაერთიანებების ლიდერებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა რიგი აქტივობების ერთობლივად განსახორციელებლად: კერძოდ, მომზადდება ვიდეო რგოლი, რომელიც გავა როგორც საზოგადოებრივი ტელევიზიის  ასევე კომერციულ არხების ეთერით. 2014 წლის, 4 დეკემბერს კი ქართულ უნივერსიტეტში ორგანიზებულ იქნა...

“რელიგია და მედია”

 2014 წლის, 8 აპრილს ქართულ უნივერსიტეტში ორგანიზებული იქნა  კონფერენცია – „რელიგია და მედია“.  ამ აქტივობათა მიზანი იყო ამ ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციას  შორის კომუნიკაციის ხარისხის გაზრდა, ერთობლივი ინტერესების ქვეშ მყოფი საკითხების განსაზღვრა  და სტიმულის მიცემა დიალოგისათვის ამ საკითხებზე სამსჯელოდ. მიღებულია გადაწყვეტილება გაგრძლედეს შეხვედრები რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების, რელიგიისა და მედიის საკანონმდებლო რეგულირების განხილვისა  და ამ...