რეფერენდუმი პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შესახებ.
კავშირი “21-ე საუკუნე” სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი რეფერენდუმის ინიციატორია.
რეფერენდუმი ჩატარდა 2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად. სარეფერენდუმო კითხვა იყო- “თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 150 დეპუტატით?”
1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ამომრჩეველზე მეტმა ხმა მისცა საქარველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას.
რეფერენდუმის საფუძველზე 2005 წლის თებერვალში საქართველოს კონსტიტუციურ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები. იხილეთ – საქართველოს კონსტიტუციური კანონი