,,მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის ქვეყნებში“– ქართულენოვანი წიგნის პრეზენტაცია
23 მაისს 18:00 საათზე სასტუმრო ,,მარიოტ თბილისის” საკონფერენციო დარბაზში მოეწყო წიგნის ,,მართმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის ქვეყნებში“, პრეზენტაცია.
გამოცემა მოამზადა კავშირმა “21 საუკუნე,” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე, კავშირი ,,21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორი ია თიკანაძე.
წიგნის მიზანია ფაქტობრივი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის – როგორც დიდი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუციის – წარმომადგენლებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მართმადიდებელი ეკლესიის შესახებ, ასევე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. წიგნში მოცემულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას მიეკუთვნება (ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი), ასევე იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიას მრავალრიცხოვანი მრევლი გააცნია.
წიგნის მიზანს ასევე წარმოადგენს გაანეიტრალოს ბოლო ხანს ხშირად გამოთქმული შეხედულებები და სტერეოტიპები, თითქოს, ევროკავშირში ნაკლებად სცემენ პატივს რელიგიასა და ტრადიციას.
წიგნის პრეზენტაცია არის ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელიც გასულ სექტემბერს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების ინფორმირებას ევროკავშირის, მისი სტრუქტურების, დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისა და იმ სარგებლის შესახებ, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია მოუტანს. ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, კავშირმა ,,21 საუკუნე“ უკვე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები და აგრძელებს შეხვედრებსა და დისკუსიებს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საინტერესო ამ საკითხებზე, მათ შორის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთოებებზე და ეკლესიის როლზე ევროკავშირის ქვეყნებში.