“ევროინტეგრაცია და ეკლესია”
– – –
პროექტი განხორციელდა 2015 წლის აპრილიდან სექტემბრამდე.
პროექტის განხორციელების პერიოდში:
1.გამოცემულ იქნა ორი ნაბეჭდი პროდუქცია: ,,სახელმწიფო და ეკლესია ევროპის კაშირის წევრ ქვეყნებში,, და ,,საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს ევროპული არჩევანი,,. პირველმა მათგანმა გააერთიანა სახელმწიფო-საეკლესიო სისტემების ძირითადი ტიპების მიმოხილვა ევროგაერთიანების ქვეყნებში – ქვეყნები სახელმწიფო ეკლესიების სისტემით, ქვეყნები სახელმწიფოსა და ეკლესიის მკვეთრი გამიჯვნით და სიტემა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობით.
მეორე გამოცემაში ჩვენ გავაერთიანეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი სტრუქტურების საქმიანობის მოკლე მიმოხილვა და ის საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომეზე დაყრდნობითაც საქმიანობენ ეს ორგანიზაციები და რომლებზეც მიერთებულია საქართველო.
2.ორგანიზებული იქნა ხუთი გასვლითი შეხვედრა რეგიონებში. პირველი მათგანი 8 მაისს ჩატარდა ქ. გორში, გორისა და სამთავისის ეპარქიის სასულიერო პირებისათვის. შეხვედრას უმასპინძლა მიტროპოლიტმა ანდრიამ. მეორე შეხვედრა შედგა 12 ივნისს ქ. რუსთავში, რუსთავის ეპარქიის სამღვდელოებისათვის. შეხვედრას უმასპინძლა რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ. მესამე შეხვედრა ორგანიზებული იყო 9 ივლისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. შეხვედრას უმასპინძლა მამა ილია კავსაძემ. მეოთხე შეხვედრა 17 ივლისს გვქონდა გრემში, ნეკრესისი ეპარქიის სამღვდელოებისათვის. შეხვედრას უმასპინძლა მიტროპოლიტმა სერგიმ და ბოლოს – 20 ოქტომბერს ბოლნისის ეპარქიის სასულიერო პირებთან და აქტიურ მრევლთან შეხვედრა გვქონდა ქ. ბოლნისის კულტურის სახლში. შეხვედრას უმასპინძლა მიტროპოლიტმა ეფრემმა.
3.პროექტის ფარგლებში 2015 წლის 23 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ორგანიზებულ იქნა სამუშაო შეხვედრა „საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“. შეხვედრის მიზანი იყო ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი, საქართველოში მოღვაწე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად განხილულიყო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმდინარე პროცესი, დღეისათვის არსებული მდგომარეობა და რეკომენდაციები საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ბორის იაროშევიჩი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბატონი არჩილ ყარაულაშვილი, პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი, სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი იულია ბლეზიუსი და კავშირი ,,21-ე საუკუნის,, გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ალექსიძე.
4. 2 ივნისს და 8 ოქტომბერს წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ორგანიზნებული იყო შეხვედრა რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები. შეხვედრას უმასპინძლა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
ძალზედ მნიშვნელოვანი იყო 8 ოქტომბრის შეხვედრა, რომლესაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი და სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესწრებოდა.განხილული იქნა საქართველოსა და ევროკავშირის, ასევე მისი წევრი ქვეყნების ურთიერთობების თითქმის ყველა ასპექტი, ის საქმიანობა რასაც ევროკავშირის მისია ეწევა ქვეყანაში, ის მხარდაჭერა რაც ამ გერთიანებისაგან აქვს ქვეყანას და ა.შ.
პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით