გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირების და სასწავლებლის მოსწავლეთა და პედაგოგთა შეხვედრა

 – – -7 დეკემბერს, კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ ორგანიზებით ქ. გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში გაიმართა გორისა და ატენის ეპარქიის სასულერო პირების და სასწავლებლის მოსწავლეთა და პედაგოგთა შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობასთან. 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის დირექტორი ქ-ნი როსარია პუგლისი და ბ-ნი გინტარას ბაგდონასი. 
შეხვედრის დამსწრეთ წარედგინათ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნების, საქმიანობისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,შეხევდრები მართლმადიებელი ეკლესიის ეპარქიებში ‘’ ფარგლებში, რომელსაც კავშირი “21-ე საუკუნე” ნატო-ს მხარდაჭერით ახორციელებს.

About the author: nana

Leave a Reply

Your email address will not be published.Email address is required.