შეხვედრა ალავერდის ეპარქიაში
კავშირი „21-ე საუკუნე” აგრძელებს შეხვედრათა ციკლს საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიებში.
2016 წლის 10 თებერვალს, ორგანიზებული იქნება შეხვედრა ალავერდის ეპარქიაში.
შეხვედრას უმასპინძლა მეუფე აბბა დავითმა, შეხვედრას ესწრებოდა ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირები. დამსწრეთა წინაშე მოხსენებით წარდგნენ კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშაშვილი და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე.
შეხევდრის პირველ ნაწილში კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია რომელშიც გააერთიანა ზოგადი ინფორმაცია ევროპის კავშირისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ რომელთანაც თანამშრომლობს საქართველო.
მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიური სურათის შესახებ, განხილული იქნა ის მოდელები რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას (რელიგიური გაერთიანებებს) შორის არსებობს.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ როლზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრებზე დამსწრეთ გადაეცათ ორაგნიზაციის მიერ მომზადებული გამოცემა ,,სახელმწიფო და ეკლესია ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით, ასევე წიგნი“მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“
შეხვედრები ნაწილია პროექტისა რომელსაც კავშირი ,,21-ე საუკუნე“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.