Untitled
კავშირი „21-ე საუკუნე” აგრძელებს შეხევდრათ ციკლს საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიებში, 26 ოქტომბერს ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ შეხევდრას დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის სასულიერო პირებთან შეხვედრა ჩატარდა ქალაქ დმანისში მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში და მას სასულიერო პირების გარდა აქტიური მრევლი,პედაგოგები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრენ. შეხევედრაზე დამწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების დირექტორი პაატა გაჩეჩილაძე.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილმა მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პროცესი,მისი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისათვის. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები ამ მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა რიგ არსებეულ პრობლემებზე.
ორგანიზაციის პროგრამების დირექტორი ბატონი პაატა გაჩეჩილაძე დამსწრეთა წინაშე წარსდგა ვრცელი მოხსენებით. მოხსენებამ გააერთიანა ზოგადი ინფორმაცია ევროპის კავშირის შესახებ,სტატისტიკური მონაცემები ამ გაერთიანების შესახებ საერთო რელიგიური სურათი ევროკავშირის, ის მოდელები რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას(რელიგიური გაერთიანებებს შორის არსებობს ევროპის წევ ქვეყნებში) ასევე მართმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა იქ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა პასუხი. ყურადღება გამახვილად ისეთ მნიშვნელოვან საკითებზე როგორიცა რელიგიური გაერთიანების დაფინანსება,რელიგიური განათლების და რელიგიის ადგილი საჯარო სკოლებში,სასულიერო პირების მდგომარეობა კლიმატურად და გეოგრაფიულათ ისეთ რთულ რეგიონში როგორიცა დმანისის მუნიციპალიტეტი.მონაწილეებს ტრადიციულათ მიეცათ წინადადება მოამზადონ შეკითხვები და მათ მიერ მნიშვნელოვნად მიჩნეული საკითხები რომელზედაც კავშირი „21-ე საუკუნე“ მზად არის წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაცია.
27 ოქტომბერს ქალაქ მარნეულში გვიმასპინძლა მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგიმ,შეხევდრას სასულიერო პირების გარდა ესწრებოდნენ ადგილობრივი მრევლი და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხსენებით წარდგენ ბატონი გიორგი ფარეშაშვილი და პაატა გაჩეჩილაძე.შეხევდრა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა ბატონი პაატა გაჩეჩილაძის მოხსენების შემდგომ დამსწრეთ შეკითხვების საფუძველზე , ევროპის კავშირი წევრი ზოგიერთი ქვეყნის და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი რელიგიის შესახებ.რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის საკითხი,ისლამი და პოლიტიკა,წინა ხელისუფლების დროს მიღებული რიგი საკანონდებლო აქტები და რელიგიის სფეროში გადადგმული ნაბიჯები რომელიც ხანგრძლივი განხილვის თემა გახდა.
ორივე შეხვედრაზე დამსწრეთ გადაეცათ მათთვის მომზადებული გამოცემა ,,სახელმწიფო და ეკლესია ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით, ასევე ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი“მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“
შეხვედრები ნაწილია პროექტისა რომელსაც კავშირი ,,21-ე საუკუნე“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.