ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი
23 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კავშირის „21-ე საუკუნე“ დირექტორმა პაატა გაჩეჩილაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და კავშირ „21 საუკუნე“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ერთობლივი აქტიურობების ფარგლებში ორგანიზებული იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრები.