,,სიძულვილის ენის პრობლემა და მისი დაძლევის ხელშეწყობა საქართველოში”
კავშირი ,,21-ე საუკუნე’’ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში.
პროექტის მიზანია გაზარდოს საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირების ინფორმირებულობის ხარისხი ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით. ამ ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრირების ფონზე, რასაც რუსეთის პროპაგანდა და სხვა გამოწვევები უპირისპირდება.
პროექტის ფარგლებში კავშირი ,,21-ე საუკუნის,, მიერ მომზადებული იქნა ახალი გამოცემა. რომელიც მოიცავს შემდგომ საკითხებს:
• სიძულვილის ენის განმარტება და ზოგადი ინფორმაცია მის შესახებ;
• სიძულვილის ენა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში და რეკომენდაციებში;
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
• სიძულვილის ენა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში;
• ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ – მოხსენება საქართველოს შესახებ და ქართული კანონმდებლობა;
მოყვანილი იქნა სიძულვილის ენის გამოყენების მაგალითები, მათ შორის რელიგიის სფეროში.
პროექტი – ,,სიძულვილის ენის პრობლემა და მისი დაძლევის ხელშეწყობა საქართველოში” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.