შეხვედრა ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში
20 დეკემბერს, კავშირი ,,21-ე საუკუნის’’ ორგანიზებით ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში გამართა შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან.
შეხვედრას ესწრებოდა პოლკოვნიკი ბატონი გინტარას ბაგდონასი.
შეხვედრის დამსწრეთ წარედგინათ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნების, საქმიანობისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,შეხვედრები მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში ‘’ ფარგლებში, რომელსაც კავშირი “21-ე საუკუნე” ნატო-ს მხარდაჭერით ახორციელებს.