საინფორმაციო შეხვედრა მარგვეთისა და უბისას ეპარქიაში

19 აპრილს მარგვეთისა და უბისას ეპარქიაში გაეროს მოსახლეობის ფონდისა #UNFPA და კავშირი “21-ე საუკუნის” პარტნიორობით ეპარქიის სასულიერო პირებთან ოჯახში ძალადობის, ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო ამ პრობლემის ამსახველ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო, სტრუქტურულ თუ სხვა ნაბიჯებს, ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას. განხილულ იქნა ამ პრობლემებთან ბრძოლაში რელიგიური გაერთიანებების როლი.
ღონისძიება გაიმართა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის დასაძლევად“ რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
 

About the author: nana