,,რელიგიათაშორისი დიალოგისა და ძალისხმევის მობილიზება ნაადრევი ქორწინების პრევენციისათვის“
– – –
პროექტის მიზანია, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის მიზნით, რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვება.ამ პრობლემაზე ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლას.
პროექტის ფარგლებში გამოცემული იქნა ბუკლეტი “ადრეული ქორწინება”.
გაიმართა შეხევდრები თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ლიდერებმა და წარმომადგენლებმა, მუსლიმი თემის უხუცესებმა და ავტორიტეტებმა, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლება.
ორგანიზებული იქნა ფორუმი რომელზეც ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალმა რელიგიურმა გაერთიანების მიიღეს ერთობლივი მემორანდუმი-მიმართვა.
პროექტი ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით.