რელიგიათაშორისი დიალოგიქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ
UNFPA და კავშირმა ,,21-ე საუკუნე’’ 2016 წლიდან წამოიწყეს პარტნიორობა ადრეული, ანუ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის რელიგიური გაერთიანებების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ამ პარტნიორობის ფარგლებში ხელი შეეწყო რელიგიათაშორისი საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმებს; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობით ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ სასულიერო პირებთან კახეთში ადრეული ქორწინების და ქალის გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის პრობლემატიკის და მათი პრევენციის საკითხებზე. 2017 წელს გამართულ კონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ოფიციალური განცხადება, რომელიც მოუწოდებს მუსლიმ სასულიერო ლიდერებს ხელი შეუწყონ ადრეულ, ანუ ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, რომლებიც ზიანის მომტანია გოგონებისთვის, მათი ოჯახებისა და თემებისათვის, და მთლიანად საზოგადოებისათვის, და აფერხებს ქვეყნის მდგრად განვითარებას. კონფერენცია რელიგიათაშორისი დიალოგიქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ ამ მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებაა და ჩატარდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და UNFPA პარტნიორობით.
https://www.facebook.com/1507015176198056/photos/a.2088253644740870/2088253968074171/?type=3&theater