“რელიგია, კანონმდებლობა და ტოლერანტობა საქართველოში: საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი საჭიროებანი”.
– – –
2004 წლის 6-7 დეკემბერს სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: “რელიგია, კანონმდებლობა და ტოლერანტობა საქართველოში: საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი საჭიროებანი”.
კონფერენცია ორგანიზებული იყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის, ოსლო კოალიცია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე და ბირჰემ იანგის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეუთო-ს ექსპერტთა საბჭოს წევრები და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ისეთი ცნობილი წარმომადგენლები როგორებიცა: ბატონი ჯერემი განი,ბატონი კოლ დურხამი,ბატონი ჰავიერ მარტინ ტორონი,ბატონი დაგ ნიგა არდი და სხვა. კონფერენცია ესწრებოდნენ, სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო რომ აქ წარმომდგენილი იყვნენ საქართველოში მოღვაწე როგორც უმრავლესი რელიგიის ასევე რელიგიურ უმცირესობათა ლიდერები.
კონფერენციას მეორე დღეს უმასპინძლა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ რელიგიური გაერთიანებების სტატუსის, რეგისტრაციის, დაფინანსების,რელიგიის სწავლების,ინტერრელიგიური დიალოგის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.