ოფიციალური ვიზიტი

11 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, დელეგაციის წევრები და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი მიიღო.
შეხვედრაზე მიწვეული იყო კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარე, ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს, არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა რიგი მნიშვნელოვანი თემები, რელიგიის როლი თანამედროვე ეპოქაში.

 

About the author: nana