,,გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის გზაზე,,
პროექტის მიზანია გაიზარდოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონე ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების ურთიერთმიმართებაზე და რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით საჯარო სასწავლო დაწესებულებებში.
პროექტის ფარგლებში ამ თემატიკაზე მომზადდება და გამოიცემა ორი ბუკლეტი, ორგანიზებული იქნება საინფორმაციო შეხვედრები.
პროექტი მხარდაჭერილია ფრიდრიხ ებერტის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.
– – –