“რელიგიისა და მრწამსის თავისუფლება- ადამიანის უფლებათა კულტურისა და დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში”

– – – პროექტის მიზანი იყო  ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალ რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და მათ წინაშე მდგომი პრობლემური საკითხების გადაწყვეტისათვის ხელის შეწყობა. ჩამოყალიბდა საქართველოს საპატრიარქოსადა და საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ერთობლივი კომისია. კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა შერეული კომისია სომხური სამოციქულო ეკლესიის, საქართველოს საპატრიარქოს და ექსპერტების მონაწილეობით. შედგა რამოდენიმე შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკურ ეკლესიის,...

ტრეინინგები სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის.

– – – პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შეხვედრები ახალგაზრდებთან რომლებიც არიან სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური გაერთიანების წარმოამდგენლები და ინტერესს გამოხატავენ რელიგის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირების და მთლიანობაში ადამიანის უფლებების თემატიკის მიმართ. ახალგაზრდებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ეზიდური და ებრაული თემიდან, სომხური და ლუთერული ეკლესიიდან ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ საგანმანათლებლო/შემეცნებით შეხევდრებს. ამ შეხვედრებზე განხილული იქნა ადამიანის უფლებები ისტორიის, მისი...

დემოკრატიის განვითარებისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესებისათვის საქართველოში

– – – პროექტის მიზანი იყო რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სფეროში საგანმანათლებლო/შემეცნებითი აქტიურობების განხორციელების გზით ხელი შუვუწყოთ ტოლერანტული გარემოს შექმანასა და დასავლური ფასეულობების დამკვიდრების პროცესის გაძლიერებას ქვეყანაში.

2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისათვის.

– – – პროექტის ფარგლებში განხორციელდა მონიტორნიგი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაზე, საომარი მოქმედებების მიმდებარე ტერიტორიაზე.  ორგანიზებული იქნა შეხვედრები იძულებით გადაადგილებულ პირებთან.მოპოვებული მასალების საფუძველზე სტრასბურგი ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოში გაგზავნილი იქნა 112 პირის სარჩელი ქონების განადგურების, თვაისუფლების უკანონოდ აღკვეთის, სხეულის დაზიანების და სხვა დარღვევებზე. პროექტი მხარდაჭერილი იქნა “ფონდი ღია საზოგადოების” მიერ.

“რასიზმი – ძველი პრობლემები ახალი გამოწვევები”

პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნა  შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა აქტივისტთა ხუთ დღიანი შეხვედრა დაბა ბაკურიანში, სადაც განვიხილეთ ტორელანტობის, არადისკრიმინაციის, შეუმწყნარებლობის  საკითხები. პროექტი განხორციელდა ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით;

“რელიგია, კანონმდებლობა და ტოლერანტობა საქართველოში: საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი საჭიროებანი”.

– – – 2004 წლის 6-7 დეკემბერს სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: “რელიგია, კანონმდებლობა და ტოლერანტობა საქართველოში: საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი საჭიროებანი”. კონფერენცია ორგანიზებული იყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის, ოსლო კოალიცია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე და ბირჰემ იანგის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის მიერ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეუთო-ს ექსპერტთა საბჭოს...

ახალგაზრდული ინტერრელიგიური შეხვედრა დიალოგი მომავლისათვის.

– – – “მსოფლიო კონფერენცია რელიგიები მშვიდობისათვის” თანამშრომლობით განხორციელდა საერთაშორისო ახალგაზრდული შეხევდრა რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნებისა და რელიგიების წარმომადგენელი ახალგაზრდების დაახლოება და მათი ერთობლივი აქტიურობებისთვის ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, იაპონია, ლიტვა, უკრაინა, უნგრეთი, პოლონეთი, ინგლისი, ლიბანი.