ადამიანის უფლებათა გზამკვლევი

“თითოეული ცივილიზებული და პროგრესული საზოგადოების საფუძველთა საფუძველი არის ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს გზამკვლევი გამიზნულია იმისათვის, რომ ყველა ქართველმა კანონშემოქმედმა გულთან ახლოს მიიტანოს იგი” – ამ სიტყვებით იწყებს “ადამიანის უფლებების გზამკვლევი”-ს წინაპირობას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დონალდ მაკლერენი.

pic_137

გზამკვლევში გაერთიანებულია ის ძირითადი საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც წარმოადგენს საფუძველს ადამიანის სამოქალაქო–პოლიტიკური, სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვისათვის. ყოველი ცალკეული უფლებებისათვის მითითებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტის შესაბამისი პუნქტი თუ მუხლი. წიგნს თან ახლავს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების, აგრეთვე კონსტიტუციისა და სხვა კანონების ელექტრონული ვერსია.

გამოცემაზე მუშაობდნენ სამართლის სფეროში მოღვაწე ქართველი ექსპერტები. გზამკვლევი მომზადდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობითა და საქართველოში ბრიტანეთი საელჩოს მხარდაჭერით. ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს – 10 დეკემბერს, გზამკვლევი გავრცელდა საქართველოს პარლამენტში. გამოცემა გაეგზავნათ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს.

About the author: century21ge