საინფორმაციო შეხვედრა

9 ოქტომბერს, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქომ გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების და ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელოვანი ასპექტები.
ამ წარმოამდგენლობით შეხვედრაზე მიწვეული იყო კავშირი ,,21- საუკუნის’’ გამგობის თავმჯდომარე ბატონი პაატა გაჩეჩილაძე.
თავის მოხსენებაში მან ვრცლად მიმოიხილა ორგანიზაციის მიერ ბოლო წლებში გაწეული მუშაობა. საუბარი შეეხო ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატს, რომელსაც კოორდინირებას უწევს კავშირი ,,21-ე საუკუნე’’, იმ აქტიურობებსა და პროექტებს რომელიც განხორციელებულია ამ ფორმატში.
მოხსენებაში ყურადღება იქნა გამახვილებული ორგანიზაციის მიერ ბოლო ხანს მომზადებულ ინიციატივაზე მთვრობის #117 დადგენილებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, ქვეყანაში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობის არსებული პრობლემების მოგვარებისათვის.
საერთაშორისო ორგანიზაციის და დიპ. კორპუსის წარმომადგენლებს გადაეცათ მასალა რომელიც ასახავს კავშირი „21-ე საუკუნის“ მიერ გაწეულ მუშაობას ამ მიმართულებით.
დაისახა რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა ამ საკითხებზე თანამშრომლობისათვის.
 

 

 

 

About the author: nana